ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
 
  • 00:07 – ეს სასმელი ანადგურებს თქვენი შვილის კბილებს და იწვევს ღვიძლის დაზიანებას ! თქვენ ამას მართლა ასმევთ საკუთარ ბავშვებს ? 
  • 00:03 – როგორ მოვამზადოთ ნოპალური წვენი, რათა შევამციროთ ინსულინისა და სისხლის შაქრის რაოდენობა ბუნებრივი გზით. 
  • 23:35 – 5 სახალისო, სწრაფი და გემრიელი სალათის რეცეპტი ახალგაზრდა კომბოსტოსგან! 
  • 23:34 – უთოს შიგნიდან და გარედან წმენდის მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები. 

ეს არის მცენარე, რომელიც უამრავ ავადმყოფობას ამარცხებს,ამის შესახებ ალბათ აქამდე არ გსმენიათ

ეს არის მცენარე, რომელიც უამრავ ავადმყოფობას ამარცხებს,ამის შესახებ ალბათ აქამდე არ გსმენიათ
Загрузка...
თავშავა ეს არის ბალახოვანი მცენარე. ის თითქმის ყველგანაა გავრცელებული.იზრდება ველზე, ტყის პირებში, მშრალ, ღია ადგილებში, ბუჩქნარში. ნედლეულად გამოიყენება მთელი მცენარე; ნედლეულს აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან დანით, აშრობენ შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება და შემდეგ აცლიან ყვავილებსა და ფოთლებს.

თავშავას მიწისზედა ნაწილი შეიცავს 1, 2%-მდე ეთერზეთს, 12, 5%-მდე სეკვიტერპენებს, ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს. თესლში ნაპოვნია 28%-მდე გამშრალი, ცხიმოვანი ზეთები. თავშავას ეთერზეთს სასიამოვნო სუნი აქვს და შეიცავს მცირე რაოდენობით ანტისეპტიკურ საშუალებას – თიმოლს. მისი ნაყენი გამოიყენება გაცივების, ბრონქიტის, ყივანახველის, ხუთვის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტის, ნაწლავების ატონიის, ქალური დაავადებების, რაქიტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს. მას იყენებენ აგრეთვე ყელში გამოსავლებად და აბაზანების მისაღებად. თავშავას ზეთს ან სპირტიან ნაყენს იწვეთებენ კბილის ღრუში ტკივილის დროს.ნაღველმდენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს აიღეთ 1 ჩაის კოვზი თავშავა, დაასხით 200 მლ “1 ჩაის ჭიქა'' ადუღებული წყალი, გააჩერეთ 1 სთ, გაწურეთ. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 1 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ. თავშავა ძირითადად გამოიყენება სხვა მცენარეებთან ერთად, მისი გამოყენება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. გისურვებთ ჯანმრთელობას

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი