ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
 
  • 00:07 – ეს სასმელი ანადგურებს თქვენი შვილის კბილებს და იწვევს ღვიძლის დაზიანებას ! თქვენ ამას მართლა ასმევთ საკუთარ ბავშვებს ? 
  • 00:03 – როგორ მოვამზადოთ ნოპალური წვენი, რათა შევამციროთ ინსულინისა და სისხლის შაქრის რაოდენობა ბუნებრივი გზით. 
  • 23:35 – 5 სახალისო, სწრაფი და გემრიელი სალათის რეცეპტი ახალგაზრდა კომბოსტოსგან! 
  • 23:34 – უთოს შიგნიდან და გარედან წმენდის მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები. 

მეზობლის რჩევის დახმარებით თმის ცვენა და ქერტლი სამუდამოდ დავივიწყე ძმრის დამხარებით, დაბალბიუჯეტური მეთოდი რომელიც ამართლებს

მეზობლის რჩევის დახმარებით თმის ცვენა და ქერტლი სამუდამოდ დავივიწყე ძმრის დამხარებით, დაბალბიუჯეტური მეთოდი რომელიც ამართლებს
Загрузка...
სამწუხაროდ, ყველაზე მოვლილი და ლამაზი თმის პატრონიც არ არის დაზღვეული ქერტლისგან. ეს პრობლემა ნებისმიერი რამით არის გამოწვეული, კვებით დაწყებული, ამინდების ცვლილებითა და შამპუნის შეცვლით დასრულებული. თუკი პრობლემა კოსმეტიკური საშუალებებითაა განპირობებული, „მარაოს" ამ სტატიის მეშვეობით დაგეხმარებით მის გადაჭრაში.
როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის ბიუჯეტური და მარტივი გადაწყვეტილება სწორედ ვაშლის ძმარშია. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მხოლოდ ვაშლის ძმარი არ გამოვიყენოთ და გავაქროთ ჩვენთვის უსიამოვნო სუნი ქერტლთან ერთად, ამისათვის საჭიროა შევურიოთ სხვადასხვა საშუალება. 

ძმარი წყლით
იმისათვის, რომ მიიღოთ თმის ნიღაბი, აუცილებელია შეურიოთ ძმარი და წყალი ერთნაირი თანაფარდობით. შეიზილეთ თმის ძირებზე მიღებული მასა და გადაანაწილეთ შემდეგ თმაზე. შეიფუთეთ თავი ცელოფნის პარკით და გააჩერეთ 30 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით საგულდაგულოდ. ამ პროცედურის ჩატარება სასურველია კვირაში ორჯერ. უფრო ხშირად არ გირჩევთ, ვინაიდან თმის გამოშრობას შეუწყობთ ხელს.

ძმარი ეთერზეთებით
ძმარი და წყალი გააზავეთ ერთმანეთში კვლავ ერთნაირი თანაფარდობით და დაუმატეთ 2 წვეთი ეთერზეთი. საკმაოდ კარგია ამ მიზნით ლავანდის, როზმარინის და ლემონგრასის ზეთის გამოყენება. შეიზილეთ მიღებული მასა თმის ძირებზე და დაიტოვეთ 30 წუთით. 

ძმრის და პიტნის წყალი
მოათავსეთ ადუღებულ წყალში 5 პიტნის ფოთოლი, დაუმატეთ 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და დატოვეთ 2 საათით. მიღებული სითხე გაატარეთ საცერში და დაიტანეთ თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით

ძმარი ლიმონით და ჩაის ხის ზეთით
აიღეთ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ 0.25 მილიგრამი ვაშლის ძმარი და 5 წვეთი ჩაის ხის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი ზეთისხილის ზეთი. შეიზილეთ მიღებული მასა თმაზე და შეიფუთეთ პირსახოცით, გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით. 

ასეთი მარტივი პროცედურები სწორედ ჩვენი ბებიების პერიოდში იყო აქტუალური, რომელიც ამავდროულად, საკმაოდ ბიუჯეტური და ეფექტურიცაა. ამასთანავე, ძმარი დადებითად მოქმედებს თმაზე, უბრუნებს ბზინვარებასა და სილამაზეს. აუცილებლად მოსინჯეთ საკუთარ თავზე და გაგვიზიარეთ შედეგი. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი