ავტორიზაცია все шаблоны для dle на сайте newtemplates.ru скачать
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
 
  • 00:07 – ეს სასმელი ანადგურებს თქვენი შვილის კბილებს და იწვევს ღვიძლის დაზიანებას ! თქვენ ამას მართლა ასმევთ საკუთარ ბავშვებს ? 
  • 00:03 – როგორ მოვამზადოთ ნოპალური წვენი, რათა შევამციროთ ინსულინისა და სისხლის შაქრის რაოდენობა ბუნებრივი გზით. 
  • 23:35 – 5 სახალისო, სწრაფი და გემრიელი სალათის რეცეპტი ახალგაზრდა კომბოსტოსგან! 
  • 23:34 – უთოს შიგნიდან და გარედან წმენდის მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები. 

"ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს!"

"ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს!"
Загрузка...
ლა­გო­დეხ­ში ექ­სკურ­სი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის გო­გო­ნას დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ყო­ფი­ლი წევ­რის ნანა კოს­ტა­ვას პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა, ასე­ვე მისი შვი­ლის სკო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს:

"ვფიქ­რობ... ფიქ­რის მეტი არა­ფე­რი დამ­რჩა ქვე­ყა­ნა­ზე. ვფიქ­რობ, დავ­წე­რო თუ არა რამე. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, არა­სო­დეს შე­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი აქ. მერე ვი­ფიქ­რე, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის ვა­კუ­უმს ვერ გა­ვუძ­ლებ­დი და იმის გამო, რომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მწერს და პი­რა­დად პა­სუხს ვერ ვუბ­რუ­ნებ, მი­ჯობს აქ დავ­წე­რო რას გან­ვიც­დი ერთი დღის შემ­დეგ, რაც ჩემი პა­ტა­რა მი­წას მი­ვა­ბა­რე... არ გან­მი­კი­თხოთ, რა ეწე­რე­ბაო... არ იცით ეს რა გან­ცდაა და არც იფიქ­როთ, გა­მოს­ცა­დოთ... და­გი­ფა­როთ ყვე­ლამ და ყვე­ლა­ფერ­მა... ტკი­ვილ­ზე წე­რას არ ვა­პი­რებ. ეს ჩემ­შია და ჩე­მია. პირ­ველ რიგ­ში ყვე­ლას, ვი­ნაც ჩემი ტრა­გე­დია გულ­თან მი­ი­ტა­ნა, მო­ვი­და თუ ვერ მო­ვი­და, ვი­ნაც ოდ­ნა­ვი სი­ნა­ნუ­ლი გა­მოთ­ქვა, უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა მათ..

ვინც გვერ­დით მედ­გა ტრა­გე­დი­ის გა­გე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წა­მი­დან და არ მომ­შო­რე­ბია გვერ­დი­დან, მად­ლო­ბა ავ­თან­დილ ჯღარ­კა­ვას, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა. ვი­ნაც ჩემი სახ­ლის კარი შე­მო­ა­ღო და არა ერთხელ ამ დღე­ებ­ში. მად­ლო­ბა მათ ეკუთ­ვნო­დათ თუ არ ეკუთ­ვნო­დათ მოს­ვლა. მად­ლო­ბა ჩემი სო­ფის სა­ნაც­ნო­ბოს თუ სა­მე­გობ­როს, რო­მელ­თაც და­მა­ნახ­ვეს, თუ რა­ო­დენ დიდი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გული ჰქო­ნია ჩემს შვილს.. მად­ლო­ბა ყვე­ლას და ყვე­ლას, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ადა­მი­ა­ნებს, ვი­ნაც წა­მი­ე­რად მა­ინც ამოთ­ქვა "ვაი შვი­ლო", ახლა კი დავ­წერ იმას, რა­საც გან­ვიც­დი, რო­გორც გამ­წა­რე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დედა, რო­მელ­საც შვი­ლი მი­წა­საც კი არ მქონ­და მი­ბა­რე­ბუ­ლი, როცა ვინ­მე ნანა კოს­ტა­ვას და­წე­რი­ლი პოს­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გე: ნანა კოს­ტა­ვა! უფალ­მა ისე გა­გამ­წა­როს შენს საყ­ვა­რელ შვილ­ზე, რომ მისი ცხე­და­რიც სა­ნატ­რე­ლი გქონ­დეს და­სა­ტი­რებ­ლად!".

ყო­ვე­ლი ლოც­ვის შემ­დეგს, ჩემს შვილს რომ წა­ვუ­კი­თხავ, ამ წყევ­ლას გა­მო­გიგ­ზავ­ნი შენ, არა­ქა­ლო! მა­ნამ­დე კი, ლა­გო­დეხ­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლებ­ში ძირს დაგ­დე­ბულ გამ­წა­რე­ბულ დე­დას, რო­მე­ლიც უკა­ნას­კნელ იმედს ებღა­უ­ჭე­ბო­და, იქ­ნებ შვი­ლი ცო­ცხა­ლი ეპო­ვათ სად­მე, რო­გორ მეს­მო­და სკო­ლა ალ­ბი­ო­ნის დი­რექ­ტო­რი, რო­გორ მო­ძღვრავ­და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ მათ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში ჰქონ­დათ, ექი­მი ახ­ლდათ. ავ­ტო­ბუ­სი სა­ბუ­თით და გა­მარ­თუ­ლი და ა. შ.
ანუ სა­კუ­თა­რი ტრა­კის გა­დარ­ჩე­ნა­ზე იყო ბა­ა­სი. მოგ­მარ­თავთ ალ­ბი­ო­ნე­ლო გა­რეწ­რე­ბო!(ყვე­ლას არ ეხე­ბა რა თქმა უნდა) შვი­ლი მო­მი­კა­ლით უყუ­რა­დღე­ბო­ბით. დი­ლით ჩა­გა­ბა­რეთ და და­მი­ღუ­პეთ. აქ ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მია და გა­მო­ძი­ე­ბა მი­ხე­დავს .და ბო­ლოს, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ნავ­თლუ­ღის ყვა­ვი­ლე­ბის ბაზ­რო­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ასე­თი თა­ნად­გო­მი­სა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­მო­ხატ­ვი­სათ­ვის, რა­საც უბ­რა­ლოდ არ ვე­ლო­დი...
არ მაქვს ლა­პა­რა­კი ჩემი სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე, მოს­წავ­ლე­ებ­ზე, მათ მშობ­ლებ­ზე, სა­ლო­მეს სა­მე­გობ­რო-სა­ნაც­ნო­ბო­ზე, სა­ბას სა­მე­გობ­რო­ზე და ა. შ. უამ­რავ ადა­მი­ან­ზე. არ შე­მიძ­ლია, არ გა­მოვ­ხა­ტო პა­ტი­ვის­ცე­მა აგა­რა­კის სა­მე­ზობ­ლო­ზე, რო­მელ­თა­გა­ნაც მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მეს ვცნობ­დი... უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, ვის­თა­ნაც სო­ფის ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ან არ ჰქონ­და მაგ­რამ შო­რი­დან გვცნობ­დნენ. ეს ის მო­მენ­ტია, როცა ფიქ­რობ, არა­ფე­რი გშვე­ლის,მაგ­რამ მა­ინც მარ­ტო არ ხარ...დავ­კარ­გე შვი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უყუ­რა­დღე­ბო­ბით და ამ საქ­მის­თვის ვიბ­რძო­ლებ ბო­ლომ­დე, რათა ყვე­ლამ აგოს პა­სუ­ხი" - წერს ლანა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი.


ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა "ალ­ბი­ონ­ში" სწავ­ლობ­და, ლა­გო­დეხ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
Загрузка...
დატოვეთ კომენტარი
გამოკითხვა
10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?
სოციალური ქსელი